ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა, მანდატურებმა და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ევროპის საბჭოს ორგანიზებული სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს, რომელიც სექსუალური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და რეაგირების საკითხებს ეხებოდა.
ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, პავლე მაჭარაშვილმა გახსნა და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ბავშვთა დაცვის მექანიზმების მუდმივი განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტრენინგის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრავმაზე ორიენტირებული მიდგომებისა და ძალადობის შემთხვევების ადრეული იდენტიფიცირების მეთოდების განხილვას. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე შეეხებოდა შეტყობინების, ანგარიშგებისა და შემთხვევების მართვის პროცედურებსა და ბავშვთა დაცვის ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების განვითარების საკითხებს.
სასწავლო კურსი ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2019 წლიდან აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. მხარეები მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის სტანდარტები და თითოეულ მოზარდს ჰქონდეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

