ახალი ამბები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია „მე მომავალში“ საქართველოს საჯარო სკოლებში გრძელდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაწყებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანია „მე მომავალში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
კამპანიის მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაა.
მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა ქვეყნის მასშტაბით უკვე გამართეს საინფორმაციო შეხვედრები 94 საჯარო სკოლაში, სადაც მონაწილეობა მიიღო 4000-მდე მოსწავლემ.
შეხვედრების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, მოსწავლეებს ესაუბრებიან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
შეხვედრები მოსწავლეთა ინტერაქტიული ჩართულობით მიმდინარეობს და იმართება სხვადასხვა ფორმატის შემეცნებითი აქტივობები.
საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია კონკურსების, ვიქტორინისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

