ახალი ამბები
მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს
მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს. შედეგად, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებს 34 ახალი მანდატური შეემატა.
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა მიულოცეს.
პავლე მაჭარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში მანდატურთა მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა.
მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ინტენსიური მოსამზადებელი კურსის ფარგლებში გაიღრმავეს ცოდნა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია, მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

