ახალი ამბები
24.04.2026
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა თერაპიული ინტერვენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ოცდაათმა სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევისას თერაპიულ და ტრავმაზე ორიენტირებულ რეაგირებას შეეხებოდა.
ღონისძიება მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა და ხაზი გაუსვა ბავშვთა დაცვის მექანიზმების მუდმივი განვითარებისა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს.
ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომებს. მონაწილეებმა განიხილეს ადრეული რეაგირებისა და ტრავმის სკრინინგის თანამედროვე მეთოდები, სიღრმისეულად გაეცნენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინტერვენციებს, მათ შორის, გამოძიების პროცესში ბავშვთა მხარდაჭერის მექანიზმებს, სპეციფიკურ პოპულაციებთან მუშაობისა და მულტიდისციპლინური კოორდინაციის მნიშვნელობას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აგრძელებს ზრუნვას ბავშვთა დაცვის მექანიზმების დახვეწისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობის მიზნით.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

