საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

05.05.2026

ინკლუზიური პროფესიული განათლების მენეჯერის შესარჩევი კონკურსი

ინკლუზიური პროფესიული განათლების მენეჯერის შესარჩევი კონკურსი

 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინკლუზიური პროფესიული განათლების მენეჯერის პოზიციაზე

 

 

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მინიმუმ მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება - პროფესიული განათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;

გ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

დ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ე) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·        ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;

·        ვერბალური და წერილობით ფორმით კომუნიკაციის კარგი უნარი;

·        პირადი ინიციატივის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·        პრობლემათა გადაწყვეტის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·        ანალიზის უნარი და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა;

·        შედეგებზე ორიენტირებულობა;

·        პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;

·        სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

·        დისციპლინირებულობა;

·        სტაბილურობა;

·        კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

·        გუნდში მუშაობის უნარი;

·        ლიდერობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 3960 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

დ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება;

ე) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშემწყობი სერვისების დანერგვა და განვითარება;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული განათლების საფეხურზე ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით ინკლუზიური პროფესიული განათლების საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებული მხარდამჭერი სერვისების შეფასება, განვითარება და პროცესების მართვა;

დ) დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებზე ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;

ე) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშემწყობის სერვისების შემუშავება, დანერგვა და მხარდაჭერის პროცესების მართვა და კოორდინაცია;

ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სკოლის ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მომუშავე სპეციალისტების მხარდაჭერისა და განვითარების სისტემების შექმნა და განვითარება;

თ) ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭრი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) სხვა თანამშრომლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად;

ი) ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) წარმომადგენლებთან პირებისთვის ეფექტიანი და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზების მიზნით;

კ) ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და პროგრამების განვითარება;

ლ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშემწყობი სერვისების ეფექტურობის შეფასების სისტემის შექმნა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი შემდგომი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

მ) ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი კონსულტანტების სამუშაო პროცესის შეფასების სისტემის შექმნა მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი შემდგომი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

ნ) ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და პროგრამების ეფეტურობის გაზომვა და ახალი პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება/შემუშავებასა და დანერგვის პროცესში ჩართულობა;

ო) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების მიზნით სხვადასხვა მიზნობრივ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

პ) დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; 

ჟ) უშუალოდ პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

რ) პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ს) აქტიური და უწყვეტი კონტაქტი დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, მათთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება და მათი მუშაობისა და ანგარიშების გაცნობა/ანალიზი შემდგომი უკუკავშირის მიზნით;

ტ) უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წარმოებული კორესპონდენციის გაცნობა და მომზადება;

უ) ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოება და მათი ანალიზი;

ფ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს/წვლილიცენტრის მომსახურებისა და მასში ჩართული სპეციალისტების  განვითარებაში;

ქ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობ ცენტრის მეთოდოლოგიური მასალის განვითარებაში, საინფორმაციო შეხვედრების შემუშავებასა და ჩატარებაში;

ღ) უშუალოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი დოკუმენტაციის ხელმოწერა და დავიზება;

ყ) ზოგადი განათლებიდან პროფესიული განათლების საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ტანზიციის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება/კოორდინაცია;

შ) სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით ან გამომდინარეობს მისგან. სამუშაოს შესრულებისას სამსახურში მოქმედი რეგულაციების დაცვა, მათ შორის, ხელმძღვანელის მითითებების, შინაგანაწესისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინება;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.geგამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფუნქცია-მოვალეობების მითითებით).

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.     

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

ცენტრის (სამმართველო) ინკლუზიური პროფესიული განათლების მენეჯერის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2026 წლის 05 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით;

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge