საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

05.05.2026

ინკლუზიური პროფესიული განათლების პროფესიული ზედამხედველის (სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

ინკლუზიური პროფესიული განათლების პროფესიული ზედამხედველის (სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით) შესარჩევი კონკურსი

 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველოინკლუზიური პროფესიული განათლების პროფესიული ზედამხედველის (სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით) პოზიციაზე

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის  ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) სამუშაო გამოცდილება - პროფესიული და/ან ზოგადი განათლების მიმართულებით - არანაკლებ 1 წელი;

დ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით - არანაკლებ 1 წელი (სასურველი);

) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სფეროში პროფესიული ზედამხედველობის ან/და მომსახურების კოორდინირების გამოცდილება (სასურველი);

) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

·        ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;

·        ვერბალური და წერილობით ფორმით კომუნიკაციის კარგი უნარი;

·        პირადი ინიციატივის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·        პრობლემათა გადაწყვეტის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·        ანალიზის უნარი და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა;

·        შედეგებზე ორიენტირებულობა;

·        პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;

·        სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

·        დისციპლინირებულობა;

·        სტაბილურობა;

·        კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

·        გუნდში მუშაობის უნარი;

·        ლიდერობის უნარი.

 

შრომის ანაზღაურება: 3490 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

საკონკურსო თემატიკა:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

დ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება;

ე) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

ა) პროფესიულ ზედამხედველობას უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფი ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) ინკლუზიური პროფესიული განათლების კონსულტანტების საქმიანობას სკოლაში ინტეგრირებილ პროფესიულ საგანმანათლბელო პროგრამაზე და მათზე დაკისრებული სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ხელშეწყობას მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კონსულტანტების გაძლიერების გზით;

დ) უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში სირთულეების იდენტიფიცირებას, გადაჭრის გზების მოძიებას და ცენტრში შემოსულ მომართვებზე ეფექტურ რეაგირებას;

ე) უზრუნველყოფს ინკლუზიური პროფესიული განათლების კონსულტანტების ცენტრის/სამსახურის სხვა თანამშრომლებთან და სამსახურის მიღმა უწყების წარმომადგენლებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, ასევე, მულტიდისციპლინური მუშაობის პრინციპით მოქმედებას;

ვ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასებასა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვას;

ზ) უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის პროფესიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღმოჩენას;

თ) უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების დანერგვისა და განვითარების პროცესში ჩართულობას;

ი) უზრუნველყოფს ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას;

კ) უზრუნველყოფს სკოლის ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მომუშავე სპეციალისტების მხარდაჭერისა და განვითარების სისტემების შექმნაში მონაწილეობის მიღებასა და მათი განხორციელების პროცესში ჩართულობას;

ლ) უზრუნველყოფს ყოველი წლის ბოლოს ინკლუზიური პროფესიული განათლების კონსულტანტების საქმიანობის ხარისხის შეფასებას და სარეკომენდაციო ანგარიშის მომზადებას;

მ) ეცნობა მის დაქვემდებარებაში მყოფი კონსულტანტების მიერ მომზადებულ საკონსულტაციო მომსახურების ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ რედაქტირებას/კონსულტანტებისთვის უკუკავშირის მიწოდებას;

ნ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს კონსულტანტების სამუშაო შეხვედრებს, შემთხვევების განხილვებს და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს კონსულტანტებს შემთხვევებზე რეაგირების და პრობლემური სიტუაციების გადაჭრის პროცესში;

ო) ხელს აწერს და ავიზებს უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალ დოკუმენტაციას/კორესპონდენციას;

პ) ეცნობა ცენტრში შემოსულ მომართვებს და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მომართვების კონსულტანტებზე დელეგირების პროცესში;

ჟ) აქვს ეფექტური კომუნიკაცია და რეგულარულად ცვლის ინფორმაციას ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და ხელმძღვანელთან;

რ) ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, მათ შორის, სტატისტიკას, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი კონსულტანტების მიერ განხორციელებული სამუშაოს თაობაზე;

ს) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი კონსულტანტების პროფესიულ განვითარებასთან და მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის მის ხელმძღვანელს - მიმართულების მენეჯერს;

ტ) აცნობს კონსულტანტებს სფეროში არსებულ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სიახლეებს;

უ) ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი კონსულტანტების ერთმანეთთან, ცენტრის და მის მიღმა თანამშრომლებთან ეფექტურ კომუნიკაციას, მოქმედებს  მულტიდისციპლინური მიდგომის პრინციპით;

ფ) წვლილი შეაქვს მის დაქვემდებარებაში მყოფი კონსულტანტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში;

ქ) მის პასუხისმგებლობაში შემავალი საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად ზრუნავს დამატებითი რესურსების მოძიებასა და სხვადასხვა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობითი კავშირების დამყარებაზე;

ღ) მონაწილეობას იღებს ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, ცენტრში და მის მიღმა დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში;

ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფუნქცია-მოვალეობების მითითებით).

 

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.      

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

 

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სერტიფიცირებული/მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს  ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.                            

            

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

ცენტრის (სამმართველო) ინკლუზიური პროფესიული განათლების პროფესიული ზედამხედველის (სკოლის ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით) კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2026 წლის 05 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით;

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge