ახალი ამბები
სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის პოზიციაზე
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) მხედველობის ან სმენის ან კომუნიკაცია, ენა-მეტყველების სირთულეების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) სუპერვიზორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
ე) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
· ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
· ვერბალური და წერილობით ფორმით კომუნიკაციის კარგი უნარი;
· პირადი ინიციატივის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· პრობლემათა გადაწყვეტის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· ანალიზის უნარი და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა;
· შედეგებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· დისციპლინირებულობა;
· სტაბილურობა;
· კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
· გუნდში მუშაობის უნარი;
· ლიდერობის უნარი.
შრომის ანაზღაურება: 3490 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო თემატიკა:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
გ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანება;
დ) “ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N28/ნ ბრძანება.
ფუნქცია-მოვალეობები:
|
ა) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების განვითარება სმენის, მხედველობის, კომუნიკაციის, მრავლობითი და სწავლის უნარის დარღვევის მიმართულებით;
ბ) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით არსებული პრაქტიკის მოკვლევა, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ანალიზის შედეგად რესურსკოლის ფუნქციონირების მოდელის შექმნა;
გ) ინტეგრირებული კლასის სერვისის განვითარება აუტისტური სპექტრის აშლილობისა და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობის მიზნით;
დ) სმენის, მხედველობის, კომუნიკაციის და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშემწყობი სერვისების ეფექტურობის შეფასების სისტემის შექმნა, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი შემდგომი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ე) ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და პროგრამების ეფეტურობის გაზომვა და ახალი პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება და შემუშავებასა და დანერგვის პროცესში ჩართულობა;
ვ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდაჭერი ცენტრის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
ზ) სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიზნით სხვადასხვა მიზნობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;
თ) სპეციალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება-განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
ი) რესურსსკოლებთან საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა;
კ) მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ლ) უშუალოდ მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა, ფიზიკური პირების განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ნ) აქტიური და უწყვეტი კონტაქტი მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, ჩაატაროს მათთან სამუშაო შეხვედრები და გაეცნოს მათ მუშაობასა და ანგარიშებს;
ო) მის დაქვემდებარებაში მყოფი და სხვა სპეციალისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
პ) უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წარმოებული კორესპონდენციების გაცნობა და საპასუხო წერილების მომზადება;
ჟ) ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოება და მათი ანალიზი;
რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს/წვლილი შეიტანოს ცენტრის (სამმართველო) მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტების განვითარებაში;
ს) მონაწილეობა მიიღოს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებაში საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, და სხვა დაინტერესებულ პირებთან/მხარეებთან;
ტ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მეთოდოლოგიური მასალის განვითარებაში, ტრენინგების შემუშავებასა და ჩატარებაში;
უ) ხელი მოაწეროს, დაავიზოს უშუალოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი დოკუმენტაცია;
ფ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით ან გამომდინარეობს მისგან. სამუშაოს შესრულებისას ზედმიწევნით დაიცვას სამსახურში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის, ხელმძღვანელის მითითებები და შინაგანაწესის მოთხოვნები;
ქ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.
|
|
ელექტრონულ ფოსტაზე (hr3@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
ü სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ü სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფუნქცია-მოვალეობების მითითებით).
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
კანდიდატს, რომელსაც აქვს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სავალდებულოა წარმოადგინოს ნამდვილობის დადასტურების (გათანაბრების) დოკუმენტი ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი (სერტიფიკატი/სპეციალური კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა და ა.შ.) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების პროფესიული ზედამხედველის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
საბუთების წარდგენა:
ü კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge
ü დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
ü კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2026 წლის 05 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით;
ü კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ü რეზიუმე;
ü 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
ü პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ü ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ü ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
ü ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ü 27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.
|
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

