საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.05.2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა უსაფრთხო სკოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა უსაფრთხო სკოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და ტრენერებმა უსაფრთხო სკოლისა და მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს.

ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე ძირითად მიმართულებას. მათ შორის, პრევენციის ძირითადი კონცეფციების და თანამედროვე მიდგომების, სკოლაზე დაფუძნებული პრევენციის მოდელების, მოზარდებზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების, რისკ-ფაქტორებისა და დამცავი მექანიზმების საკითხებს.

ჯგუფური სავარჯიშოების ფორმატში ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითები და შესაბამისი გამოწვევები განიხილეს, რის საფუძველზეც პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გეგმები დასახეს.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის (Pompidou Group) პროექტის  „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge