ახალი ამბები
კამპანიის – „მე მომავალში“ ფარგლებში სპორტული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიებები მიმდინარეობს
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიას „მე მომავალში“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა. მან ხაზი გაუსვა კამპანიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახური აქტიურად აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, ასევე მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.
პავლე მაჭარაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს და სამინისტროს გუნდს კამპანიის აქტიური მხარდაჭერისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.
კამპანიის ფარგლებში, აჭარის რეგიონის საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. პროექტში ჩართულ 15 სკოლას შორის გამართული შეხვედრების შედეგად, ფინალისთვის ოთხი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს სიგელები, ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიების ფინალური დაჯილდოების ცერემონია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

