ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლებში ბავშვის უფლებების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიებები მოიცავდა როგორც დედაქალაქს, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შეხვედრები ჩატარდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ქვემო სვანეთის საჯარო სკოლებში.
საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და სოციალური მუშაკები უძღვებოდნენ. მათ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვის ფუნდამენტური უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებების შესახებ. შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფურ აქტივობებში, განიხილავდნენ პრაქტიკულ მაგალითებს და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ.
მიღებული ცოდნის გააზრებისა და შემოქმედებითად გამოხატვის ხელშეწყობის მიზნით, პირველი ივნისის კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერებისა და ნახატების გამოფენა მოეწყობა. ასევე, მთელი კვირის განმავლობაში მანდატურები და სოციალური მუშაკები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა შემეცნებით, საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებს გამართავენ.
ინიციატივის მიზანია მოზარდებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი უკეთ გააზრება და უფლებრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

