საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

05.06.2026

კამპანიის – „მე მომავალში“ ფარგლებში სპორტული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიებები გრძელდება

კამპანიის – „მე მომავალში“ ფარგლებში სპორტული აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიებები გრძელდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაწყებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ შემაჯამებელი სპორტული ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.

კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.

კამპანიის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა. პროექტში ჩართულ 30 სკოლას შორის გამართული შეხვედრების შედეგად, თითოეული რეგიონიდან 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პალე მაჭარაშვილმა. მან კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა მანდატურის სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

 სპორტული ღონისძიების ფინალური დაჯილდოების ცერემონიას რესურსცენტრების უფროსები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge