ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა
ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო სკოლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მანდატურებისა და სოციალური მუშაკების მონაწილეობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრების გარდა, მოეწყო მოსწავლეთა მიერ ბავშვის უფლებების თემაზე შექმნილი პოსტერების, ნახატებისა და შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენები. გაიმართა დისკუსიები ბავშვის უფლებათა კონვენციის ირგვლივ. ასევე გაიმართა სხვადასხვა სახალისო, სპორტული და შემეცნებითი აქტივობა.
გარდა მოსწავლეებისა, ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. მოეწყო პირველკლასელთა მშობლების ჩართულობით აქტივობა, მოსწავლის სკოლაში ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობისა და მნიშვნელობის თემაზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა მშობლების ემოციურ მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებას, პოზიტიური, მხარდამჭერი გარემოს შექმნას და სოციალური მუშაკის როლის გაცნობას სკოლაში, ასევე მომზადდა თემატური ბუკლეტები.
ბავშვთა დაცვის კვირეულს მანდატურის სამსახური ყოველწლიურად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სკოლებში მხარდამჭერი, ინკლუზიური და მეგობრული გარემოს გაძლიერებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

