საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.06.2026

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მანდატურის სამსახურს 33 ახალი მანდატური შეემატა.

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გამართული ინტენსიური მოსამზადებელი კურსის ფარგლებში შეიძინეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. მათ შეისწავლეს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია, სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმები, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. ამავდროულად, განივითარეს ეფექტიანი კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის პრაქტიკული უნარები.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ოსაძემ მიულოცეს. 

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა მანდატურის მნიშვნელოვანი როლი თითოეული მოსწავლისა და სასკოლო საზოგადოების უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფაში. პავლე მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge