საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

13.06.2026

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში“ მეორე ეტაპი დასრულდა

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის „მე, მომავალში“  მეორე ეტაპი დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა სიტყვით მიმართეს, კამპანიის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და ჯილდოები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში, ესეების, კომიქსებისა და ლოგოს შექმნის კონკურსებში, ასევე სპორტულ აქტივობა „მხიარულ სტარტებში“გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ.

კამპანია „მე მომავალში“ 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წელსაც გაგრძელდა, რომელშიც 162 სკოლის 7 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ. მოგვიანებით კი პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სპორტის სამინისტრო. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოზარდებში ჯანსაღი ღირებულებების დამკვიდრებას, პასუხისმგებლობიანი ქცევის ჩამოყალიბებასა და პიროვნულ განვითარებას.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge