ახალი ამბები
კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში სპორტული აქტივობები დასრულდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში სპორტული ღონისძიებები დასრულდა.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია.
კამპანიის ფარგლებში ქვემო და შიდა ქართლის რეგიონების საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. პროექტში ჩართულ 25 სკოლას შორის გამართული შეხვედრების შედეგად, თითოეული რეგიონიდან სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ გუნდებსა და მოსწავლეებს ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა კამპანიაში ჩართულ ყველა სკოლასა და მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კამპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
სპორტული ღონისძიების ფინალური დაჯილდოების ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე რესურსცენტრების უფროსები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

