ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით მოსწავლეებს შორის სპორტული აქტივობა გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის N207 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში V–VI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილე და გამარჯვებული გუნდები სიგელებითა და სპეციალური თასით დაჯილდოვდნენ.
აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტისადმი ინტერესის გაზრდას, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასა და პასუხისმგებლობიანი ქცევის წახალისებას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

