ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადება გაიარეს. ტრენინგი სოციალური და ქცევითი ცვლილებების გზით ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული შემთხვევები და იმსჯელეს იმ ფაქტორების გავლენაზე, რომლებმაც შესაძლოა ბავშვებთან მუშაობისას პროფესიულ შეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე იმოქმედოს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ ნორმებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, ქცევითი ცვლილებების თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და სოციალური მუშაკების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

