ახალი ამბები
მანდატურებმა ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ეფექტური კომუნიკაციის თემაზე 150-ზე მეტი მანდატურისთვის ტრენინგი ჩაატარა. გადამზადებას მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები უძღვებოდნენ.
ტრენინგის მიზანი მანდატურების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მათთვის ეფექტური კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომების გაზიარება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოსმენის, კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და პროფესიული ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვის შესახებ.
გადამზადების ფარგლებში განიხილეს პრაქტიკული შემთხვევები და სამუშაო პროცესში არსებული გამოწვევები, რაც მანდატურებს ყოველდღიურ საქმიანობაში კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
მანდატურის სამსახური თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

