საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

26.06.2026

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა და მანდატურებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის ერთიან მიდგომებსა და რეკომენდაციებს შეეხებოდა.

ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა გახსნა. მან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობასა და ბავშვთა დაცვის მექანიზმების როლზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, იდენტიფიცირების, პრევენციისა და შემთხვევების მართვის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეფერირებისა და ანგარიშგების ეფექტიან პროცედურებს, ასევე ტრავმაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებას ბავშვებთან კომუნიკაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას და ამცირებს განმეორებითი ტრავმირების რისკს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რათა სასკოლო სივრცეში კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ბავშვების მხარდაჭერა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge