ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 55-მა თანამშრომელმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა სკოლებში თანამედროვე კრიმინალური სუბკულტურების გავლენის შემცირებას, მოსწავლეთა ქცევასა და სოციალიზაციაზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენციას, მოზარდებში შესაბამისი რისკ-ნიშნების დროულ გამოვლენასა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს გაძლიერებას.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ტრენინგის მონაწილე მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს.
მანდატურის სამსახური აქტიურად განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

