ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა „პოზიტიური მშობლობის“ თემაზე გადამზადება გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა „პოზიტიური მშობლობის“ თემაზე გადამზადება გაიარეს. ტრენინგი ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამა მშობლობის არსსა და აღზრდის სხვადასხვა სტილს ეხება და ხელს უწყობს მშობელსა და შვილს შორის ეფექტიანი, თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ასევე პოზიტიური აღზრდის მიდგომების გაძლიერებას.
სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვის განვითარების ეტაპების, რთული ქცევის მართვის სტრატეგიებისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული ტექნიკების შესახებ.
2026–2027 სასწავლო წლიდან „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში დაინერგება და მასში მოსწავლეთა მშობლები ჩაერთვებიან.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

