საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.09.2011

მანდატურების საჩუქარი ბავშვთა სახლის მოზარდებს

სასწავლო დაწესებულების მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა ბავშვთა სახლის მოზარდები ბათუმის ”აკვაპარკშიც” წაიყვანეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

მანდატურები სხვადასხვა ბავშვთა სახლებს სისტემატურად სტუმრობენ და მსგავსი სახის აქციებს თითქმის ყოველ კვირა აწყობენ. მათ ამჯერად ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge