ახალი ამბები
პავლე მაჭარაშვილმა სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, მოადგილეებთან და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მანდატურის სამსახურის ადგილობრივ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებები, თანამშრომელთა ეფექტიანი კოორდინაციისა და არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საკითხები განიხილეს.
პავლე მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ინკლუზიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების მნიშვნელოვან როლს მოსწავლეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მათთვის ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფაში.
მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სამსახურის თითოეული თანამშრომლის კოორდინირებულ და ეფექტიან საქმიანობას ეფუძნება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

