საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.09.2026

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი რეგიონული ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი რეგიონული ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრების თანამშრომლებს შეხვდა.

პავლე მაჭარაშვილმა თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები გააცნო. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სასკოლო თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ახალი სასწავლო წლის ეფექტიანად დაგეგმვის, ორგანიზების და სკოლებში უსაფრთხო, მშვიდი და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.

მანდატურის სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნის პროცესში.

შეხვედრებს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge