საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.09.2026

მანდატურის სამსახურს 50 ახალი მანდატური შეემატა

მანდატურის სამსახურს 50 ახალი მანდატური შეემატა

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მანდატურის სამსახურს 50 ახალი მანდატური შეემატა.

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც მანდატურის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები შეიძინეს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ მიულოცეს.

შეხვედრაზე პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის საჯარო სკოლების საჭიროებებზე, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლებზე, სადაც მანდატურის სამსახური მოსწავლეთა ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სერვისების მიწოდებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

მანდატურის სამსახურის უფროსის განცხადებით, სამსახური შესაბამისი სერვისების მეშვეობით მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებასა და ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერაზე. ამ მიზნით, თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

პავლე მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge