ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 15 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გაფართოვდა და ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 15 საჯარო სკოლას მოიცავს.
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც მანდატურის სამსახური პირველად შევიდა.
პავლე მაჭარაშვილი მანდატურებს შეხვდა და წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მან მანდატურებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი სკოლებში ბავშვების მხარდაჭერასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ასრულებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით ქვეყნის მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს. სამსახური საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 735 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

