ახალი ამბები
პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის საქმიანობაში გამოკვეთილი საკითხები და საჭიროებები, ასევე ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
მანდატურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა როგორც მიმდინარე, ისე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შორის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის შექმნილ ინტეგრირებულ პროგრამაზე, რომელიც განახლებული კონცეფციის ფარგლებში საპილოტედ განხორციელდება.
ასევე აღინიშნა, რომ ცენტრის მიერ შემუშავებული „სკოლებში პირველკლასელთა ტრანზიციის საპილოტე პროგრამა“, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის მიზნით შეიქმნა, საქართველოს მასშტაბით 10 საპილოტე სკოლაში განხორციელდება.
პავლე მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართულობისთვის სკოლაში შესაბამისი მზაობა და მხარდაჭერა დახვდეს.
მანდატურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, რომლის ფარგლებშიც 3000-მდე ბავშვისა და მოსწავლის შეფასება განხორციელდა.
შეხვედრის დასასრულს პავლე მაჭარაშვილმა ახალი სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენების საკითხებში — „განვითარების შესაფასებელი ქართულ ნორმებზე ადაპტირებული ტესტის ET 6-6-R შესწავლა“ — გადამზადებულ სპეციალისტებს სერტიფიკატები გადასცა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

