საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

25.09.2026

პავლე მაჭარაშვილი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებს შეხვდა

პავლე მაჭარაშვილი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებს შეხვდა

პავლე მაჭარაშვილმა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიმდინარე საქმიანობის პროცესში გამოკვეთილ სამუშაო საკითხებს, საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე ახალ სასწავლო წელს დაგეგმილ ღონისძიებებს.

მანდატურის სამსახურის უფროსმა, მიმდინარე პროგრამებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დანერგილ სტრუქტურირებულ ტრიაჟის სისტემაზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება ხელს უწყობს ცენტრში გადმომისამართებული შემთხვევების საჭიროებების დროულ და თანმიმდევრულ შეფასებას, მათი რისკისა და სირთულის დონის განსაზღვრას, ასევე თითოეული შემთხვევისთვის შესაბამისი ფსიქოსოციალური მომსახურების შერჩევასა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სერვისში გადამისამართებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო მედიაციის პროგრამის მნიშვნელობას და გადაწყდა, სკოლის დონეზე არსებული კონფლიქტების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, სკოლაში განაწილებული ყველა მანდატურის გადამზადება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიმართულებების განვითარების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, სოციალური უნარებისა და ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებას.

პავლე მაჭარაშვილმა მადლობა გადაუხადა ფსიქოლოგებს პროფესიული საქმიანობისთვის, ყოველდღიური შრომისა და მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge