საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.09.2026

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგის მიზანი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის, ასევე პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაცნობა იყო.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქმეთა შესწავლის პრინციპებისა და მეთოდების, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და სექსუალური შევიწროების თაობაზე მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობის შესახებ.

მანდატურის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი 2020 წლიდან არის დანერგილი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge