ახალი ამბები
მანდატურთა პროფესიული ზრდა გრძელდება
ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა. ეს პროგრამა მანდატურებს სწრაფ და ხარისხიან მუშაობაში დაეხმარება. ახალი პროგრამის ფარგლებში მანდატურებს ტრენინგები უტარდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი მანდატურებს შეხვდა და ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, პროგრამა ძალზე მოქნილი და ეფექტურია, იგი მანდატურებს დაეხმარება მათი საქმიანობა უფრო მობილური გახადონ და ნებისმიერი გაუგებრობა თავიდან აიცილონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მანდატურის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს მანდატურთა ცოდნის გაღრმავებას და მათ პროფესიულ ზრდას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი