საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

07.10.2026

მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამას აგრძელებს

მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამას აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ ყველა სკოლაში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.

პროგრამის მთავარი მიზანია სასკოლო კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენცია, ასევე არსებული შემთხვევების ეფექტიანი მართვა.

აღდგენითი მიდგომა ორიენტირებულია არა დასჯაზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, კონფლიქტში ჩართული მხარეების საჭიროებების გააზრებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც მოსწავლეებს ზიანის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობას აძლევს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყველა სოციალურმა მუშაკმა ინტენსიური გადამზადება გაიარა. შედეგად, მათ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები განივითარეს.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერებას. აღდგენითი მიდგომის ფარგლებში, კონფლიქტის მართვის მიზანი მხოლოდ წესების დარღვევაზე რეაგირება არ არის, აქცენტი კეთდება ურთიერთობების აღდგენაზე, პასუხისმგებლობის გააზრებასა და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge