ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი აჭარისა და გურიის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა აჭარისა და გურიის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სამსახურის საქმიანობის მიმდინარე საკითხების განხილვა, რეგიონული მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო.
პავლე მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა თითოეული სპეციალისტის როლს მოსწავლეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მანდატურის სამსახურის აღდგენითი მიდგომისა და პოზიტიური მშობლობის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების კონსტრუქციულ მართვას, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მშობლების ჩართულობას. პროგრამები ასევე ემსახურება სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთგაგების გაღრმავებასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს სკოლებში ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს განმტკიცებასა და მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს პავლე მაჭარაშვილმა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის, პასუხისმგებლობიანი საქმიანობისა და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

