საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.10.2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები აღდგენითი მიდგომისა და სასკოლო მედიაციის საკითხებზე ტრენინგს გადიან

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები აღდგენითი მიდგომისა და სასკოლო მედიაციის საკითხებზე ტრენინგს გადიან

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადება აღდგენითი მიდგომისა და სასკოლო მედიაციის საკითხებზე ეტაპობრივად მიმდინარეობს. ტრენინგს წლის ბოლომდე ყველა მანდატური გაივლის.

ტრენინგის მიზანია სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისა და ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა, ასევე მანდატურებისთვის სასკოლო მედიაციის ძირითადი პრინციპებისა და პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა.

მონაწილეები გაეცნობიან მედიაციის არსს, მიზნებსა და პრინციპებს, პროცესის დაწყების საფუძვლებს, პროცედურებსა და ვადებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემთხვევების მედიატორთან გადამისამართების საკითხს.

ტრენინგებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები და სოციალური მუშაობის სპეციალისტი უძღვებიან. ისინი აღნიშნულ საკითხებში სპეციალურად გადამზადებული პრაქტიკოსი მედიატორები არიან.

ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მანდატურებსა და სამსახურის სპეციალისტებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. ინფორმაციის დროული გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და შეთანხმებული მოქმედება ხელს შეუწყობს სკოლებში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს განმტკიცებას.

ტრენინგის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი შეხვდა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მანდატურების პროფესიული განვითარება აუცილებელია მათი საქმიანობის ეფექტიანობისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს გასაძლიერებლად.

მანდატურის სამსახური თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლელა მაისურაძე ელ.ფოსტა:

l.maisuradze1@mandaturi.gov.ge