ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები სკოლებში „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამის დანერგვას აგრძელებენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები სკოლებში „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამის დანერგვას აქტიურად აგრძელებენ.
ინიციატივა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება. მშობლებთან უშუალოდ მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები მუშაობენ.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ თავისებურებებს, რთული ქცევის მართვის სტრატეგიებსა და ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკულ ტექნიკებს. მონაწილეები ეცნობიან პოზიტიური აღზრდის მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ემოციური საჭიროებების უკეთ გააზრებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და ოჯახში მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
ინიციატივის მიზანია, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების დახმარებით, მშობლებს გაუზიაროს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რათა მათ შვილებთან ურთიერთობისას მეტი ყურადღება დაუთმონ ურთიერთგაგებასა და პოზიტიურ კომუნიკაციას.
„პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების უშუალო მონაწილეობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შემუშავდა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

