ახალი ამბები
30.10.2026
მანდატურის სამსახურს 19 ახალი მანდატური შეემატა
თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მანდატურის სამსახურს ახალი მანდატურები შეემატა.
კანდიდატებს კურსის წარმატებით დასრულება მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და აკადემიის პრორექტორმა გიორგი ოსაძემ მიულოცეს.
პავლე მაჭარაშვილმა ისაუბრა თანამედროვე სუბკულტურების არსზე, მათ თავისებურებებსა და გავლენაზე მოსწავლეთა ქცევისა და სოციალიზაციის პროცესზე. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ინტერესების, ღირებულებებისა და ქცევითი თავისებურებების გააზრების მნიშვნელობაზე, რაც სასკოლო გარემოში ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოსწავლეებთან სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასევე, აღნიშნა, რომ მანდატურები აღნიშნულ თემატიკაზე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში შესაბამისი სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღებენ, რაც მათ დაეხმარება თანამედროვე გამოწვევების უკეთ გააზრებასა და მოსწავლეებთან ეფექტიან ურთიერთობაში.
ღონისძიების დასასრულს პავლე მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ნაყოფიერი, ხანგრძლივი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ახალგაზრდობის სააგენტო
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

