ახალი ამბები
სკოლების შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით გააკონტროლებენ
პრეზიდენტის ინიცირებული ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამის ფარგლებში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟება თბილისის 20-ზე მეტ სკოლაშია დასრულებული. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია United Security-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბიბილაშვილი 23-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია United Security-მ 23-ე საჯარო სკოლაში 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დაამონტაჟა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს სკოლის მონიტორინგი და უსაფრთხოების კონტროლი.
ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა, რომელიც 23-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟდა, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. გარდა მანდატურებისა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის გაკონტროლება, სპეციალური პროგრამის დახმარებით, სკოლის დირექტორებსაც შეეძლებათ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი