საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

01.10.2011

მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს

 მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და კომპანია „მასტერ სპორტ“-ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. სპორტული ინვენტარი, რომელიც მოზარდებს გადაეცათ, მათ ჯანსაღი წესით ცხოვრებაში დაეხმარება.
მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც, საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს.
სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის მანდატურების სტუმრობა კვლავაც გაგძრძელდება. მათი მიზანია, იზრუნონ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებაზე. ქუთაისის სკოლის მანდატურები სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.
სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge