საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.10.2011

მანდატურებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს

  მანდატურებმა ქუთაისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მოინახულეს. მათ ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სტუმრებს უმღერეს და ლექსები წაუკითხეს. მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ იმ ოჯახებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge