ახალი ამბები
მანდატურებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულეს
მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
მანდატურებმა ბავშვებს ასევე სიურპრიზიც მოუწყეს და მათ მთელი დღის განმავლობაში ბავშვთა ცენტრის მსახიობები ამხიარულებდნენ.
მანდატურების თქმით ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება და ბავშვებისთვის ერთი დღის გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოქალაქის მოვალეობაა იზრუნონ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მაქსიმუმი გააკეთონ მათი მძიმე ყოველდღიური ცხოვრების შესამსუბუქებლად .
მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი