საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.11.2011

ამერიკელი სტუმრები №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში

 საქართველოში მყოფი ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლები  თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.

დელეგაციის წევრებმა №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში ასევე დაათვალიერეს თანამედროვედ აღჭურვილი ჯეოსელის ”მომავლის კლასი”, პირველკლასელთა კორპუსი, ნახეს ნეტბუკების დახმარებით მიმდინარე ინგლისური ენის გაკვეთილი პირველ კლასში, რომელსაც  პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი მასწავლებელი უძღვებოდა.

თბილისის №1 ექსპერიმენტალური სკოლის მაგალითზე,  ამერიკელი სტუმრები საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ, რადგან ამ სკოლაში საქართველოს პრეზიდენტისა და სამინისტროს მიერ  ინიცირებული თითქმის ყველა პროექტია დანერგილი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)