საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.12.2011

მანდატურებმა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები მოინახულეს

 მანდატურები გორის კლინიკაში არსებულ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ, მანდატურებმა მოზარდები მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.

გორის კლინიკაში არსებულ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრში 45 მოზარდია.

მანდატურების თქმით ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება და ბავშვებისთვის ერთი დღის გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოქალაქის მოვალეობაა იზრუნონ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მაქსიმუმი გააკეთონ მათი მძიმე ყოველდღიური ცხოვრების შესამსუბუქებლად .

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge