ახალი ამბები
მანდატურები დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ
სასწავლო დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ. მანდატურებმა მთელი დღე მოზარდებთან ერთად გაატარეს, ბავშვთა სახლის პედაგოგებს კი სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გაუწიეს დახმარება. მანდატურებთან ერთად აღსაზრედელები დეკანოზმა გიორგი სახვაძემ მოინახულა და ბავშვთა სახლში ყველა მცხოვრები დალოცა.
აქციის ფარგლებში აღსაზრდელებს მანდატურებმა სასკოლო ინვენტარი, ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს. წავკისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 2 თვიდან 7 წლამდე 28 მოზარდი და მათი 14 დედა ცხოვრობს.
სასწავლო დაწესებულების მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ მანდატურის სამსახურის არსი. მანდატურები მზად არიან ყველანაირი სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელს. მანდატურები მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი