საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.12.2011

ბარბარობა წავკისის დედათა და ბავშვთა სახლში

 

სასწავლო დაწესებულების  მანდატურები  წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ. 

მანდატურებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

ბავშვებს მანდატურებმა ნაძვის ხე,  საახალწლო საჩუქრები და  ტკბილეულობა გადასცეს. აქციის ფარგლებში მანდატურებმა და მოზარდებმა ერთად მორთეს საახალწლო ნაძვის ხე.

წავკისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 2 თვიდან 7 წლამდე 28 მოზარდი და მათი 14  დედა ცხოვრობს.

სასწავლო დაწესებულების მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ  მანდატურის სამსახურის არსი. მანდატურები მზად არიან ყველანაირი სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელს. მანდატურები მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge