საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.09.2010

მანდატურებმა ფიცი დადეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების ოთხასს მანდატურს შეხვდა და მათი მხრიდან ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

მანდატურებმა ფიცი დადეს, რომ მათ შეგნებული აქვთ საჯარო სკოლებში დაკისრულები უდიდესი პასუხისმგებლობა და მზად არიან სკოლაში წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყონ, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა სწორ აღზრდას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი სცენ სკოლაში მყოფი პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისსა და საქართველოს დიდი ქალაქების საჯარო სკოლებში მანდატურები შევლენ.მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ. მანდატურების ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

სპეციალური ფორმითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი მანდატურები საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge