საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.01.2012

მანდატურებმა ახალი წელი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიულოცეს

 

მანდატურები იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ და  ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს. მანდატურებმა ბავშვებს სიურპრიზი მოუწყეს და თოვლის ბაბუა მიუყვანეს.  ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და თოვლის ბაბუამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები  გადასცეს.

მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობის მიღება და ბავშვებისთვის ერთი დღის გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მოქალაქის მოვალეობაა იზრუნონ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და მაქსიმუმი გააკეთონ მათი მძიმე ყოველდღიური ცხოვრების შესამსუბუქებლად . 

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ მანდატურის სამსახურის არსი

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge