საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.09.2024

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) კოორდინატორის შესარჩევი კონკურსი

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) კოორდინატორის შესარჩევი კონკურსი

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

 

აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) კოორდინატორის პოზიციაზე

 

 

 

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია ფსიქოლოგიის, ინკლუზიური/სპეციალური განათლების, სოციალური მუშაობის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით);

ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

გ) უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

დ) უპირატესობა მიენიჭება ანგარიშების მომზადებისა და სტატისტიკის წარმოების გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

ე)  საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 

 

შრომის ანაზღაურება: 2128 ლარი (დარიცხული)

 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

 

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;

ე) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება;

ზ) „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის N16/ნ ბრძანება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

ა) უზრუნველყოს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრისთვის (სამმართველო) (შემდგომ - ცენტრი) საორგანიზაციო-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

ბ) უზრუნველყოს ცენტრში (სამმართველო) შემოსული მომართვების განაწილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტებზე;

გ) უზრუნველყოს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერ ცენტრში შემოსული მომართვების და გაწეული მომსახურების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება/ანალიზი და ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების მომზადება;

დ) უზრუნველყოს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის  შესაბამისი  დამუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მოამზადოს სამსახურში შემოსულ წერილებზე, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებზე პასუხები;

ვ) უზრუნველყოს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურებასთან დაკავშირებული წერილების/დოკუმენტების მომზადება;

ზ) უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო და ტექნიკური სამუშაოები.

 

 

ელექტრონულ

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

ü  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ü  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დოკუმენტი, სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

 

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).

 

 

ცენტრის (სამმართველო) კოორდინატორის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

ü  კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ü  კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;

ü  კანდიდატის შეფასება (გასაუბრებ).

 

საბუთების წარდგენა:

ü  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge

ü  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

 

ü  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;

 

ü  კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში უნდა (subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება.

 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

 

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ü  რეზიუმე;

ü  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;

ü  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ü  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ü  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);

ü  ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ü  27 წლამდე მამრობითი სქესის პირმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ასლთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge