მანდატურები და მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს.
№179 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მანდატურის სამსახურის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
ერთობლივი აქციის ფარგლებში სტუმრებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, მოზარდებმა საჩუქრად წიგნები, ტკბილეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიღეს.
მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება
მანდატურებსა და 107 საჯარო სკოლის მოსწავლეებს “თბილისი არტ ჰოლმა“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა თეატრში „ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ იხილეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ
მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას 300 მანდატური ასუფთავებდა. მანდატურებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგებიც დარგეს.
მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას შეუერთდნენ
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაერთვნენ. 300 მანდატური მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა.
მანდატურებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყო
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პოლიციის აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი პოლიციის აკადემიაში ტრნინგების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
მანდატურებმა აღდგომა მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ნებიერიძეების ცხრა შვილიან ოჯახს მიულოცეს.









