ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

12 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონის მანდატურებს შეხვდა

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ რეგიონის  სკოლების მანდატურებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სამსახურის ხელმძღვანელსა და მანდატურებს შორის დაგეგმილი სიახლეების შესახებ შეხვედრამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა. შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება და მოიცავს ყველა რეგიონს, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახური ახალი მიდგომებით იმუშავებს, სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები გაიზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება. მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.