სიახლეები
მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქოლოგიური მომოსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები მონაწილეობდნენ. გელა გელაძემ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს, მშობლებსა და პედაგოგებს მანდატურის სამსახურში, საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მანდატურის სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, მანდატურის სამსახური იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ თვისობრივად განსხვავებული მიდგომები. მანდატურის სამსახურში, ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ორ მიმართულებას - უსაფრთხოების კომპონენტს და არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს. სწორედ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმით, მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საუკეთესო საშუალებას“, - აღნიშნა გელა გელაძემ.
განათლების რეფორმის სასკოლო მიმართულებაზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა გრძელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე რეგიონების სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს შეეხო, რომელიც სკოლას გააძლიერებს, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციას აამაღლებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის, სწავლების და უსაფრთხოების ხარისხს აამაღლებს.
მანდატურის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამსახურში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრა სკოლის დირექტორებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. მინისტრის მაოდგილემ შეხვედრის მონაწილეებს განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და ყველა ის საკითხი განიხილა, რაც მოსწავლეთა სასწავლო პროცესში გააქტიურებას, არსებულ სასკოლო შეფასების სისტემას, სკოლისადმი საზოგადიების ნდობის ამაღლების მნიშვნელობას და სააღმზრდელო და სასწავლო მიმართულებით, მასწავლებელთა და ადმინისტრაციის მოტივაციის მნიშვნელობას უკავშირდება.
მანდატურებმა ქუთაისში, დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ქუთაისში, „სისხლის ბანკის“ უანგარო დონაციის აქციაში - “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჩაერთნენ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სხვა საჭიროების მქონე პირთათვის სისხლი გაიღეს.
მანდატურები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მსგავს აქციებში რეგულარულად მონაწილეობენ.
მანდატურებმა, შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
თბილისის 61-ე სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მანდატურები, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრები, სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
მსგავსი სახის აქციებში ჩართულობა ხელს უწყობს მოზარდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და გარემოზე ზრუნვას.
მანდატურების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება.
მანდატურის სამსახურის უფროსმა ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მანდატურებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს გელა გელაძემ მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები მშობლებთან
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მშობლებთან საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს მშობლისა და შვილის ეფექტურ ინტერაქციას, მათ შორის დამოკიდებულების ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, თანამშრომლური და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურ გადაწყვეტას, მშობლების მიერ ბავშვის არასასურველი ქცევის მოტივების ობიექტურ შეფასებას და დროულ მხარდაჭერას. ტრენინგის თემები მოიცავს: აღზრდის ეფექტურ ტექნიკას, ოჯახის დაცვითი მექანიზმების გაძლიერების და პრობლემების დაძლევის სტრატეგიებს, ოჯახური კონფლიქტების გადაწყვეტას, ბავშვის პოზიტიურ ჩართვას ოჯახურ აქტივობებში, ბავშვის ქცევითი და ემოციური პრობლემების გამოცნობასა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ ხერხებს. ჯგუფში ერთვებიან მშობლები, რომელთა შვილებიც ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ.