ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

08 დეკემბერი 2017

უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო

„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას.
სახელმძღვანელოს მიზანია შესაბამისი დროული და ეფექტური რეაგირება და უსააფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ მოცემულია სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს , სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები თუ რომელ სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ძალებით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება ან/და სცდება მათ კომპეტენციას. 
სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობა და მათ შორის სწორი კოორდინაცია ხელს შეუწყობს პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირებას.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სიტუაციები დაყოფილია დონეებად, საფრთხის, ხარისხისა და მათზე რეაგირების მიხედვით. საფრთხის დონეებად დაყოფა უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ორიენტაციას, სწრაფ რეაგირებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტურ დაგეგმვას.

უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო